პროკურატურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისთვის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მიქაუტაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, რომლის ღირებულება მილიონზე მეტია, Land Rover-ის და Lexus-ის ავტომობილები, ოქროს ზოდები და მონეტა, მეუღლის სეიფიდან ამოღებული 162 000 ლარზე მეტი ღირებულების საათი, ცოლის Cartier -ის ოქროს საათი.

"უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, ღირებულება 1 მილიონზე მეტია. ჩამოერთვას მანქანა Land Rover, ღირებულება 355 000 ლარი, ჩამოერთვას მცხეთის უძრავი ქონება. ჩამოერთვას რომეო მიქაუტაძის ძმის ცოლის სახელზე არსებული ჰესის 15 პროცენტიანი წილი, რომლის ღირებულება 1 მილიონს აღემატება.

ჩამოერთვას მეუღლის სეიფიდან ამოღებული საათი, ღირებულება 162 000 ლარზე მეტი. ჩამოერთვას ცოლის ოქროს Cartier -ის ფირმის ოქროს საათი ღირებულება 81 880 ლარი. ჩამოერთვას ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები. ჩამოერთვას Lexus-ის ავტომობილი" , - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.