10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

10:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

10:30 საათზე - მიმდინარე თემებზე მედიის კითხვებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:00 საათზე - "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: "თვითმმართველობის არჩევნები“

მისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის 7ა, „ახალის“ ოფისი.

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებლის ქეთი კვიჭიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში: რა იგეგმება თბილისის გასტრონომიულ კვირეულზე და რა მნიშვნელობისაა ტურიზმის სექტორისთვის.

ზაფხულის ტურისტული სეზონი: სექტორში ამ დროისთვის არსებული ვითარება და ბიზნესის მოლოდინები, როგორია მოთხოვნა გასტროტურიზმზე“.

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

14:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი