10:30 საათზე - მოძრაობა „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: რუსთაველის 13, "თბილისი მარიოტი“
საკონტაქტო პირი: მანანა ანდღულაძე 599024323
10:30 საათზე - მოძრაობა „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: რუსთაველის 13, "თბილისი მარიოტი“
საკონტაქტო პირი: მანანა ანდღულაძე 599024323
1742195830
შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2002 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
1742195188
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი თავისუფლების 4-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1742193917
მისივე თქმით, მათ რიხში და ტონალობაში უკვე გაჩნდა ბზარი. "ივანიშვილის რეჟიმმა მშვენივრად იცის, რომ 26 ოქტომბრის მერე კიდევ უფრო კატასტროფულად დაეცა მათი რეიტინგი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების და ძალადობის გამო. მათ აქვთ მძევლების გაცვლის აზროვნება და კიდევ იმის იმედად არის, რომ ეს პროტესტი მიილევა, გაქრება და მერე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და ყველას ისევ ექნება შემობრუნებული დამოკიდებულება. თუმცა, მათ რიხში და ტონალობაში უკვე გაჩნდა ბზარი. როდესაც აქციაზე 150 000 კაცი გამოდის, ამბობენ - 300-500 კაცი იკრიბებაო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
1742192100
გასული 24 საათის განმავლობაში, 16-დან 17 მარტამდე, რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაკარგეს 1210 ჯარისკაცი, 37 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 100-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა.ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 895 450 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.03.24: ტანკები – 10 344 (+19), ჯავშანტექნიკა – 21 489 (+11), საარტილერიო სისტემები – 24 598 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1318 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1104 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 467 (+54), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 785 (+101), სპეციალური ტექნიკა – 3778 (+1).
1742191740
წამყვანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხა კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ და შეიძლება თუ არა ეს რეგიონი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების თემად იქცეს.უმეროვმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს და აკონტროლებენ მტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას.მისივე თქმით, ძალების შესანარჩუნებლად, სარდლობამ განახორციელა მებრძოლების დაგეგმილი გადანაწილება უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე."ამჟამად არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში და განცხადებები "ათასობით ალყაში მოქცეული ჯარისკაცის" შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რუსებმა მსგავსი ინფორმაცია გასულ წელს BRICS-ის სამიტზე გაავრცელეს, მაგრამ მაშინ ეს არ დადასტურდა. ასე რომ, ეს არის პროპაგანდის გაგრძელება", - განაცხადა უმეროვმა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციას მტრის ფლანგებზე შეტევითი მოქმედებებით, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა.
1742154443
მომხდარის შემდეგ მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. რაც შეეხება დაზარალებულს, ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო.მძიმედ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.პოლიცია დამნაშავეს აქტიურად ეძებს, აქვეყნებს დეტალებს მის შესახებ და მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მას ნახავენ, პოლიციაში დარეკონ.
1742153682
რეპორტიორმა ჰკითხა სენატორ გრემს, ჰქონდა თუ არა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, რადგან ტრამპს ჯერ არ დაუწესებია მნიშვნელოვანი სანქციები ამ ქვეყნისთვის. ამაზე გრეჰემმა უპასუხა, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მიერ ჩატარებული დისკუსიების შედეგებს."ტრამპი აპირებს პუტინს ამ კვირაში საუბარს. თქვენ ვერ გადაჭრით პრობლემას, სანამ არ დაელაპარაკებით მას, ვინც ამას ქმნის. პრობლემა კი პუტინია. ის მტაცებელია უკრაინაში და რეგიონში", - აღნიშნა მან.ამასთან, სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი შეძლებს დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს."იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს დაარწმუნოს პუტინი, მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ცეცხლის შეწყვეტის დასამყარებლად და იპოვოს გამოსავალი, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს მკვლელობის შესაჩერებლად. პლანეტაზე მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება და ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. თუ პუტინი ითამაშებს ტრამპთან, ის ინანებს“, - განაცხადა გრემმა.
1742153674
11:00 საათზე - პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 11:00 საათზე - პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) 12:00 საათზე - პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული) 13:00 საათზე - პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 15:30 საათზე - პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
კახა კალაძე - ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება
1740996630
"საქართველოს ბანკი" Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
1741778373
თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
1741160776
"საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა, ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ"
1741440126
თბილისში დღეს "დედების მარში" გაიმართება
1740994835