"ჩემი შვილია, ხელი გაუშვით" - ამ ლოზუნგით თბილისში დღეს, 20:00 საათზე "დედების მარში" გაიმართება.

მოქალაქეები დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.

საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ისინი რუსთაველზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აღნიშნული აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები დაკავებული აქტივისტების დედები არიან. მათი განცხადებით, ახლა მთავარი მათი შვილების გათავისუფლებაა.

"მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ შვილები. დედების ხმა გაიგონონ, არ შეიძლება ამდენ ხანს დაყრუვდნენ. 

მივმართავ თვითონ მათ დედებს - კობახიძის, კალაძის, ასევე მათ ცოლებს, ხომ ჰყავთ მათ შვილები, იმ გადმოსახედიდან გადმოხედონ ჩვენს მდგომარეობას, თუ რა დღეში ჩაგვაგდეს“, -  განაცხადა ზვიად ცეცხლაძის დედამ.