10:00 საათზე - "პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების, მისი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

10:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

10:30 საათზე - “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: გიორგი დიაკონიძე - 598 154 213

 

11:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა სისხლის უანგარო დონაციის დღეს, კამპანიას - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გამართავს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თსსუ-ის მე-2 სასწავლო კორპუსი, სართული 2, აუდიტორია 216

 

11:00 საათზე - "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო კოალიციის უკვე დაპატიმრებული ლიდერის, ნიკა გვარამიას ხელმეორედ დაბარება.

მისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის #23

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

18:30 საათზე - სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით დასკვნითი სხდომა გაიმართება.