12:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

12:00 საათზე - საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში პრესკონფერენციას ჩაატარებენ ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია და ზურაბ ჩხაიძე.

თემა: "კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების მოთხოვნით პლებისციტის ჩატარება, საქართველოს რუსეთ-ბელორუსის კავშირსა და შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანების მოთხოვნა, ასევე საქართველო-რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა“.

მისამართი: წერეთლის გამზირი N116, მე-4 სართული

 

13:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

 

14:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

 

14:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

14:30 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

 

15:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)