უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის აბუ-დაბიში შემდეგი მოლაპარაკებები 4 და 5 თებერვალს გაიმართება და არა დღეს, როგორც დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა ახლახან წარადგინა ანგარიში. შემდეგი სამმხრივი შეხვედრების თარიღები დანიშნულია: 4 და 5 თებერვალი აბუ-დაბიში.

უკრაინა მზადაა არსებითი მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასრულებასთან დაგვაახლოებს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

23 და 24 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის. შეერთებულმა შტატებმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და კიევმა მას მნიშვნელოვანი უწოდა.