თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში წვიმიან ამინდში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ინფორმაციით, დაშავდა 26 ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პროვინციის გუბერნატორის ჰულუსი შაჰინის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ანტალია ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა.

„მიწა სველი იყო და ტერიტორიაზე ნისლიც იყო. ეს არ არის ადგილი, სადაც სიჩქარის გადაჭარბებაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა“, – აცხადებს ანტალიის პროვინციის გუბერნატორი.