05:30 საათზე - თბილისის აეროპორტში არგენტინის რესპუბლიკიდან საქმიანი წრეების წარმომადგენლები ჩამოდიან - ორგანიზაციის „ქართულ სახლი არგენტინაში“ დამფუძნებელი დიეგო რობერტო მანაველა და ლეანდრო ესეკიელ მუნიოზი.

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ პატარქალიშვილი - 555 90 32 48

10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304).

 

10:00 საათზე - პარლამენტის სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მისამართი: ქ. გორი, გრ. ფერაძის N5, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა

 

11:00 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: ერწოს ქ. N11

საკონტაქტო ნომერი: 599 72 65 65

 

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

12:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის" თავმჯდომარის თამარ ლებანიძის და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ანო პიპინაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი: როგორია პროგრამა და რა ელით წიგნის მოყვარულებს ლიტერატურულ ღონისძიებაზე".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.