ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"კიბო თითოეულ ჩვენგანს ეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ჯო ბაიდენის ოფისის ინფორმაციით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა.