ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მოგვესმინა ინფორმაცია მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ რჩებოდეს ჩართული ამ საკითხში.

ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.