11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ბერიძის, მურთაზ ზოდელავას და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე - ქალთა მოძრაობა და ქალი პოლიტიკოსები, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გულშემატკივრებთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 27 იანვარს პენიტენციურ დეპარტამენტთან დაანონსებული საპროტესტო აქცია.

მისამართი: ზ. ანჯაფარიძის ქ. 18

საკონტაქტო პირი: თეონა ჭალიძე - 591 051 601

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება.