როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება, ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

"როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება, ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, იკრიბებიან, რაღაცაზე ბჭობენ და ამ შეკრების ღირებულებასაც კი ჩვენი მოქალაქეები იხდიან. 

მაშინ, როდესაც მდიდრდება მოსახლეობის კონკრეტული მცირე პროცენტი,  ქართველო ხალხი შიმშილობს და მინიმალური შემოსავალიც კი არ აქვთ. ამის ფონზე კი იმის ნაცვლად, რომ შემუშავდეს სწორი პოლიტიკა, სწორი მიდგომა, რომ ფასები დარეგულირდეს, ჩვენ ყველაფერს პირიქით ვხედავთ.

ყველასათვის ცხადზე ცხადია, რომ "ქართული ოცნება" არ ზრუნავს ხალხზე, ის ზრუნავს მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამ ყველაფრის ფასს კი ისევ ქართველი ხალხი იხდის", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.