"ქართული ოცნება" ცდილობს, თავის თავს დააჯეროს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, მაგრამ იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში 28%-ით არის ციხის პოპულაცია გაზრდილი, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლოს, ეს წერია ყველა საერთაშორისო თუ ეროვნულ მოწოდებაში.

"ქართული ოცნება" ცდილობს, თავის თავს დააჯეროს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, არადა პირიქით არის - ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. ისინი ტყუილად სხედან ციხეში, მათ არაფერი ჩაუდენიათ და ამას ყველა ხვდება, ასევე ყველა ხვდება იმას, რომ მართლმსაჯულებასთან სიახლოვე არ გვაქვს.

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლოს, ეს წერია ყველა საერთაშორისო თუ ეროვნულ მოწოდებაში, რომელსაც საქართველოს მმართველი რეჟიმი იღებს და შესაბამისად, პედალირება უნდა გაგრძელდეს.

დღეს საქართველოში გვყავს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პატიმარი, რომელიც "ქართული ოცნების" პირობებში გაიზარდა. პატიმრების ფორმალურ ლიმიტს რომ შევხედოთ, ძალიან ახლოს არის ლიმიტთან, რადგან იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში 28%-ით არის ციხის პოპულაცია გაზრდილი", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.