10:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: ინგოროყვას 7
12:00 საათზე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
10:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: ინგოროყვას 7
12:00 საათზე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
1732483598
მისივე თქმით, ივანიშვილს საქართველოს პარლამენტის "ბუტკად" გადაქცევა სურს."ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პარლამენტს გადააწეროს რუსული "ბუტკა". არავინ არ აპირებს ივანიშვილის კრიმინალური სინდიკატის გარდა ამ შენობაში შესვლას. ჩვენი პროტესტი როგორც არ უნდა გაგრძელდეს, სად და როგორ დავდგებით, მაგრამ ჩვენ არ ჩამოვუშვებთ ხელს, არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, მეგობრებო. სხვა გზა ნიშნავს ბრძოლისუნარიანობის დათმობას კი არა, ქვეყნის დათმობას. არ მოვიცვლი ფეხს, სანამ ივანიშვილს და მის დამქაშებს არ გავაძევებთ აქედან, მარტო ამ შენობიდან კი არა, ყველა საჯარო შენობიდან და საჯარო სივრციდან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
1732482299
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია მოჰპარეს."საქართველოს მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მოიპარეს, ფეხქვეშ გათელეს. ვხედავთ, რომ სამართალი მხოლოდ ივანიშვილის ნება ყოფილა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ ხელისუფლება მოიპაროს. ხვალ აპირებენ შეკრებას და დღეს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ. ამის გაკეთება ნიშნავს მოქალაქეების არჩევანის ფეხქვეშ გათელვას, ხელისუფლების ძალაუფლების მოპარვას. ეს საბოლოოდ, არავის შერჩენია, არც ამათ შერჩებათ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
1732482144
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა."26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის მთავარი შინაარსი იყო საქართველოს მოქალაქეების ნებაზე ძალადობა, ხელისუფლების მიტაცება. დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ რაც არ უნდა შეიკრიბონ ხვალ ამ შენობის შიგნით, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა. თუ სადმეა ლეგიტიმაცია, არის ხალხში. ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ჩვენ კი ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ, ჩვენ კი გვინდა, ერთიან და ძლიერ საქართველოში ვცხოვრობდეთ, იქ, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
1732478782
მისივე თქმით, ერი, რომელიც გადარჩენისთვის არ იბრძვის - ქრება."დიდხანს ვერ გაძლებს. გახსოვთ 4 წლის წინაც ეს პროტესტი შარლ მიშელის დოკუმენტით დასრულდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ერთ-ერთ მთავარ პარტიას ნებისყოფა არ ეყო და პარლამენტში ხელმოწერის გარეშე შევიდა. ეს იყო ამ პროექტის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რა შეცდომები იქნა დაშვებული.მე გაძლევთ გარანტიას, რომ ესენი მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
1732477326
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, ამაღამ კარვებსაც გაშლიან."პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი არ ეგუება იმ რეალობას, რომელშიც გვამყოფებენ. არ ეგუებიან იმას, რომ არჩევნები მოგვპარეს და მიგვაქანებენ რუსეთში. ისინი გვაკარგვინებენ შესაძლებლობას, რომელიც არცერთ თაობას ამ ქვეყანაში არ ჰქონია, რომ სადღაც 6 წელიწადში ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ. ორი აქციაა ჩანიშნული - ერთი დღეს 21:00 საათზე და მერე ხვალ 9:00 საათზე. ყველა უნდა გამოვიდეს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
1732477045
მისივე თქმით, ივანიშვილმა ქვეყანა იზოლაციაში მოახვედრა, საიდანაც გამოსავალი ახალი არჩევნებია."ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა. იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე, რათა პირველ სხდომაზე, როცა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად შეიკრიბება, გარეთ ხალხი იყოს და გამოხატოს ნება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
1732473189
მისივე თქმით, აუცილებელია პერმანენტული აქციები გაგრძელდეს."ასე იქცევიან ავტორიტარული რეჟიმები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამთავრებს ერთნაირად. ჩვენ კომუნისტების არ შეგვშინებია და როგორ შეიძლება, ამ სასაცილო რეჟიმმა შეგვაშინოს?! ყველაზე უფრო მთავარია, რომ არ დავიღალოთ, არ გავტყდეთ და არ შევშინდეთ. ასევე, უნდა დავრჩეთ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ცნონ და რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ არის ეს - ხალხმრავალი აქციები. ეს შეიძლება არ იყოს ყოველდღე, მაგრამ აქციები აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ასევე, ვხედავთ, რომ ხალხი გვემატება", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
1732472550
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი პროტესტია, რომელიც გაგრძელდება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული."ნაწილი მოვიდა, ზოგი გზაშია და ეს არ გაჩერდება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. პარლამენტი ვერ იქნება. ნებისმიერი პარლამენტი, ნებისმიერ ქვეყანაში ვერ იქნება ლეგიტიმური, სანამ მას არ აღიარებს ხალხი. მით უმეტეს, რომ ე.წ. პარლამენტი, რომლის შემადგენლობასაც აკლია პარლამენტარები. ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, რომ ნორმალური ვითარება აღდგეს საკანონმდებლო ორგანოში და იყოს 150 დეპუტატი. საკონსტიტუციო რაოდენობა არ არის ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არავინ აღიარებს. სიყალბე ვერ დაკანონდება. ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის მოძრაობა ცვლილებებისთვის. ღამე იქნება, დღე თუ დილა სულ ეს მოხდება - პროტესტი, დაუმორჩილებლობა - გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
დავით კირთაძე - ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან
1731505340
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1731527131
"ესენი არ ელოდნენ ამ ყველაფერს და დაუშვეს შეცდომა, ამხილეს საკუთარი თავი"
1732022597
ნიკა გვარამია - არ მგონია, რომ უნივერსიტეტი იმსახურებდეს ასეთ რექტორს
1732362941
"უკვე დაამტკიცეს, რომ არ აქვთ არანაირი რესურსი იმისა, რომ "ქართული ოცნების" და მისი უფროსის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ"
1732189458