ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ ხელისუფლება მოიპაროს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია მოჰპარეს.

"საქართველოს მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მოიპარეს, ფეხქვეშ გათელეს. 

ვხედავთ, რომ სამართალი მხოლოდ ივანიშვილის ნება ყოფილა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ ხელისუფლება მოიპაროს. ხვალ აპირებენ შეკრებას და დღეს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ. ამის გაკეთება ნიშნავს მოქალაქეების არჩევანის ფეხქვეშ გათელვას, ხელისუფლების ძალაუფლების მოპარვას. ეს საბოლოოდ, არავის შერჩენია, არც ამათ შერჩებათ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.