10:00 საათზე - პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

(C კორპუსი, VI სართული

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

10:30 საათზე - პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

 

11:00 საათზე - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების, მისი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ანრი კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - სასტუმრო "პულმანში“ დაფუძნებიდან 4 წლის თავზე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” მორიგი ყრილობა გაიმართება.

მისამართი: ჭავჭავაძის 36მ

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.