06:00 საათიდან - “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მისამართი: მექანიზაციის ქ. 1

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592 210 021; თამარ ანსიანი - 571 180 718

11:00 საათზე - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალები.

მისამართი: ნუცუბიძის ქ. 77

 

12:00 საათზე - “ერთიანობის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება

მისამართი: თელავი, ნადიკვრის ქუჩა 8 (ენმ ოფისი)

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

 

13:00 საათზე - თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველის“ ეზოში აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) დემოკრატიის ფესტივალს გამართავს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, არასამთავრობო სექტორის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ცესკო, ხელოვანები, არტისტები, მცირე და საშუალო მეწარმეები.

მისამართი: ალაზნის გამზირი 75

საკონტაქტო: 598 131 258 - ნინი ვანიშვილი; 599 616 353 - მაშიკო გიორგობიანი

 

13:00 საათზე - თელავში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) - მიერ გამართულ დემოკრატიის ფესტივალს დაესწრება.

მისამართი: სასტუმრო ალაზნის ველი ეზო, ბაზრის ქვემოთ

საკონტაქტო პირი: 599 434 308 მაკუნა ჟვანია