საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქი დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 5კმ-ში თბილისის დროით 22:20 სთ-ზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქი დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 5კმ-ში თბილისის დროით 22:20 სთ-ზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
1791618717
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, მცენარე "კანაფი“ და „მარიხუანა“.სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1791618251
"პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებით და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან 5 დღის შემდეგ, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე "კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. თავის მხრივ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.გიორგი დავითაძე გამოიკითხა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ. ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე "კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს - გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
1791617928
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1791617432
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა.გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა.დანაშაულის შედეგად მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1791612300
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 550 910 (+1 420) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.10.26-მდე: ტანკები – 12 406 (+4), ჯავშანტექნიკა – 25 515 (+6), საარტილერიო სისტემები – 51 000 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 201 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 699 (+6), თვითმფრინავები – 443 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 917 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 556 926 (+1 591), ფრთოსანი რაკეტები – 5 126 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 160 946 (+534), სპეციალური ტექნიკა – 4 812 (+2).
1791578252
"პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. სწორედ ამიტომ აწესებს დღეს შეერთებული შტატები სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ. ჩვენ ავკრძალავთ ამ თვითნებურ სასამართლოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, შევუზღუდავთ რესურსებს და მნიშვნელოვნად შევასუსტებთ მის შესაძლებლობას, ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი ამ ყალბი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარებიან.ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება, თუმცა ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღების პოლიტიკური ნება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს. ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მის საქმიანობას შევაჩერებთ. მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა დიდი ნაწილიც სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული, ამ თვითნებური სასამართლოს საქმიანობას შეზღუდავენ.ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლის კამპანიას, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ვიდრე ამერიკელებისთვის საფრთხე საბოლოოდ არ აღმოიფხვრება“, – განაცხადა რუბიომ.
1791578009
როგორც „კომერსანტი“ წერს, შეხვედრა წინასწარ არ იყო გამოცხადებული და ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა შეათანხმა. დსთ-ის გაფართოებული სამიტის დახურულ ნაწილში პუტინმა ცალ-ცალკე განიხილა საკითხები ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან.„კომერსანტის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს კასპიის სამიტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მის დასრულებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შესახვედრად დაელოდა.მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მელანია ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თურქმენეთში არ გამართულა.
1791574041
კუროდღეს განსაკუთრებული ყურადღება პრაქტიკულ საკითხებს უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც პროფესიული გეგმების გადახედვისკენ გიბიძგებთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს, თუმცა ზედმეტი ხარჯები რეკომენდებული არ არის. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი იდეები შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს. სამუშაო გარემოში მოსალოდნელია ახალი წინადადება ან თანამშრომლობის შესაძლებლობა. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობა არ არის გამორიცხული.კირჩხიბი დღეს ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. შეეცადეთ, გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ. ფინანსური თვალსაზრისით დღე ზომიერად ხელსაყრელია. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგიტანთ.ლომი შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თქვენი თავდაჯერებულობა და ინიციატივა პროფესიულ საქმიანობაში დადებით შედეგებს მოიტანს. კარგი დროა ახალი იდეების წარსადგენად. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია საინტერესო განვითარება. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ დაუფიქრებელ რისკს.ქალწულიდღე დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გადადებულ საკითხს საბოლოოდ მოუძებნოთ გამოსავალი. სამუშაო გარემოში თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. პირად ურთიერთობებში ზედმეტი კრიტიკულობა თავიდან აიცილეთ.სასწორი პირადი გადაწყვეტილებებისა და ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღე შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლოა, მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილებსა და გარშემომყოფების მოლოდინებს შორის. პროფესიულ სფეროში ახალი შესაძლებლობები გამოიკვეთება. ფინანსურად უმჯობესია, გრძელვადიან გეგმებზე კონცენტრირდეთ.მორიელი დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, გარკვეულ საკითხში ისეთი დეტალი შეამჩნიოთ, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. სამუშაო გარემოში სასურველია, გეგმები ნაჩქარევად არ გაამჟღავნოთ. სიყვარულში გულწრფელობა ურთიერთობის გაღრმავებაში დაგეხმარებათ.მშვილდოსანიახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. შესაძლოა, მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. ფინანსურ საკითხებში ოპტიმიზმი რეალისტურ გათვლებს შეუთავსეთ.თხის რქა დღეს პროფესიული პასუხისმგებლობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ან დამატებითი ვალდებულების შესრულება მოგიწიოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს გამოიღებს. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.მერწყული შემოქმედებითი იდეებისა და განსხვავებული მიდგომებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად იპოვოთ გამოსავალი საკითხიდან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. პროფესიულ საქმიანობაში ახალი კონტაქტები სასარგებლო აღმოჩნდება. სიყვარულში საინტერესო საუბარი ურთიერთობას ახალ მიმართულებას მისცემს.თევზებიდღეს სასურველია, მეტი ყურადღება საკუთარ სურვილებსა და შინაგან მდგომარეობას დაუთმოთ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებთ. პირად ცხოვრებაში ემოციური სიახლოვე და გულწრფელი კომუნიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.
ვილი სანიოლს რამაზ სვანაძე შეცვლის
1790411811
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია
1790528857
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
1791135056
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი "კანონიერი ქურდია"
1791013984
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1790537508