10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

10:30 საათზე - პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიაში, კახა კალაძეს განცხადებით მიმართავს.

საკონტაქტო პირი: მარიამ დოლიძე - 574 00 07 06

 

10:30 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

 

11:00 საათზე - რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "პოლიტიკური პატიმრები“.

 

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის მაისი“.

მისამართი: ც.დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:30 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი