10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის აპრილი

მისამართი: ც.დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

18:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები და მათი ოჯახის წევრები დაავადების გამოწვევებსა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

მისამართი: 26 მაისის მოედანი #1

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85