11:00 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე "მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებისთვის. რეკომენდაციები მშობლებს“.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599 726 565

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების, მათ შორის ზურაბ ჭავჭანიძის და სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

12:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

12:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

13:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:30 საათზე - პარლამენტის დიასპორის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N120 (C კორპუსი, I სართული)

 

13:30 საათზე - პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, ოთახი N308)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

15:00 საათზე - ვაკის პარკის მედიათეკაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარების და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N76

საკონტაქტო პირი: ელენე სებისკვერაძე - 577 47 48 08

 

16:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

 

16:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

16:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)