ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იგივე კვირა დღეს და ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს.

"დღეს საქართველო და უკრაინა პატრიარქებს ემშვიდობება. ამ ორ ადამიანს ბევრი რამ აკავშირებდა და განასხვავებდა. საერთო კი ერთი ჰქონდათ, ორივემ საბჭოთა ტოტალიტარული და ათეისტური რუსეთიდან გამოიყვანა საკუთარი ეკლესია.

ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იგივე კვირა დღეს და ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს, მიებარებიან იმ მიწას, რომელიც უყვარდათ, რომლისათვის იბრძოდნენ და რომელად მიიქცნენ. აქსიოს💔" - წერს უგულავა.

ფოტო: 1962 წელი ეპისკოპოსები ილია და ფილარეტი