მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.

დღეს, მხოლოდ ინტერნეტის ქონა აღარ არის საკმარისი. თანამედროვე ციფრულ რეალობაში, სწორედ ხარისხიანი Wi-Fi განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და სტაბილურად  ვუკავშირდებით ონლაინ სამყაროს. სქელი კედლები, დიდი ფართობი და ერთდროულად ჩართული მოწყობილობები ხშირად სუსტი სიგნალის და „ბრმა ზონების“ მიზეზი ხდება. Magti Mesh Wi-Fi სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. ის თანაბრად ანაწილებს სიგნალს და უზრუნველყოფს საუკეთესო კავშირს შენობის ნებისმიერ წერტილში.

Mesh Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის. ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, Mesh სისტემა რამდენიმე მოწყობილობას (Node) იყენებს. სახლში რამდენიმე პატარა მოწყობილობა თავსდება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთიან ძლიერ Wi-Fi ქსელს ქმნიან. შედეგად მომხმარებელი იღებს:

· სტაბილურ სიგნალს – ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველგან;

· ფართო დაფარვას – ქრება „ბრმა ზონები“;

· ავტომატურ გადართვას საუკეთესო წვდომის წერტილზე – ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;

· ერთიან Wi-Fi ქსელს – ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთი Wi-Fi ქსელით მუშაობს.

Magti Mesh Wi-Fi იდეალურია:

დიდი ბინებისა და კერძო სახლებისთვის; 
ოფისებისა და სამუშაო სივრცეებისთვის; 
სასტუმროებისა და კომერციული ობიექტებისთვის; 
ჭკვიანი სახლებისა და IoT ეკოსისტემებისთვის.

შესაკვეთად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე 110011 მობილური ქსელიდან ან ეწვიეთ მაგთის ოფისებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.magticom.ge/ka/mesh2026