თიბისი და Roamingo დამეგობრდნენ - პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიები მოგზაურობის მოყვარულებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას გეგმავენ, რომლითაც ყველა ტიპის ბარათის მფლობელი ისარგებლებს. აქამდე, სამოგზაურო ინტერნეტის შეთავაზებები, მხოლოდ პრემიუმ ბარათებზე იყო ხელმისაწვდომი.

პირველი ერთობლივი შეთავაზება 29 ოქტომბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება - ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით Roamingo-ს პაკეტების შეძენისას, მომხმარებლებს პლატფორმის ბალანსზე, გადახდილი თანხის 15% მომენტალურად დაუბრუნდებათ.

აქციის პერიოდში (29 ოქტომბერი-31 დეკემბერი), მომხმარებლებს ქეშბექი ულიმიტოდ, ნებისმიერ ტრანზაქციაზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება ვრცელდება Roamingo-ს ყველა პაკეტზე. 

შეთავაზებით სარგებლობისთვის,  დაამატეთ ბარათი Roamingo-ს აპლიკაციაში და გადაიხადეთ თიბისის გადახდის არხით. შეთავაზება მოქმედებს Apple Pay და Google Pay გადახდებზეც. 

შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად გადადით ბმულზე.