ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო და მათ შორის სათათბირო საკრებულოები აღარ ფუნქციონირებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის მიერ.

"რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო და მათ შორის სათათბირო საკრებულოები აღარ ფუნქციონირებს, ეს არის მიტაცებული ივანიშვილის მიერ. იქ ჩვენი თანამოქალაქეების როლი ვეღარ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან, რეალურად, ოპოზიცია ამ პროცესში არ იყო, მათ შორის ეუთო/ოდირს არ შეუფასებია საერთო არჩევნები, როგორც არჩევნები. ახლა საუბარი საკრებულოზე, დეპუტატების უფლებამოვალეობაზე, იმაზე, რომ განახორციელონ  მონიტორინგი საჯარო დაწესებულებაზე და მუნიციპალურ საწარმოებზე, არის აბსურდი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.