საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნესიდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს.

პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:

ბიზნესის გზამკვლევი
რა არის სტარტაპი?
როგორ დავაგენერიროთ ბიზნესიდეა?
ბიზნესის რეგისტრაცია
დაფინანსების მოძიება
ბიზნეს გეგმის დაწერა
ბრენდის გზამკვლევი

პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად.

„საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს.  ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნესეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.