უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 206 910 (+1 220) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.12.25-მდე: ტანკები – 11 477 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 841 (+4), საარტილერიო სისტემები – 35 589 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 582 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 264 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 96 932 (+400), ფრთოსანი რაკეტები – 4 136 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 72 010 (+119), სპეციალური ტექნიკა – 4 031 (+1).