ვერძი: მატულობს იღბლიანობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, ყველა შანსი გაქვთ, წარმატებისთვის. დაისვენეთ აქტიურად.

კურო: რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ სხვებთან წვრილმან საკითხებზე შეთანხმება, შეეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ ნებისმიერ ადამიანზე. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

ტყუპები: გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, თავი წარმოაჩინოთ, როგორც კარგმა პროფესიონალმა და კარგმა მრჩეველმა, ამით არა მარტო განმტკიცდება, არამედ ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი. საღამოს აქტიურად დაისვენეთ, წინ რთული კვირაა.

კირჩხიბი: ვითარებიდან გამომდინარე, შანსი გექნებათ, მოიპოვოთ ლიდერის პოზიციები ნებისმიერ სფეროში. იმოქმედეთ გაბედულად, პირად საკითხებში.

ლომი: სერიოზულად და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ უმნიშვნელო დეტალსაც კი, ვინაიდან, დიდი ალბათობით,  ის დიდ როლს ითამაშებს თქვენს პირად ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას, პირველ რიგში გაიაზრეთ სამომავლო შედეგები.

ქალწული: ელოდეთ კრიტიკას, რაც უნდა საწყენი და მტკივნეული იყოს, თქვენი შეცდომების გამო, უარყოფითი აზრების მოსმენა, მოუსმინეთ ახლობლებს და მათი თვალით შეხედეთ თქვენს თავს.

სასწორი: შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, თქვენი ცოდნა და ენერგია მიმართეთ მათკენ, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს ან თქვენზე უმცროსია, ეს ორივე მხარისთვის სასიკეთო იქნება.

მორიელი: ყველას დაანახვეთ, თუ რამდენად დაკავებული და საქმიანი ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრებმა შესაძლოა, თავისი საქმეც თქვენ გადაგაბარონ, რის გამოც, ამოსუნთქვის საშუალებაც არ გექნებათ.

მშვილდოსანი: თქვენ შეძლებთ, საკუთარი შარმის, დამაჯერებელი საუბრისა თუ კავშირების გამოყენებით გარშემომყოფებისგან მიიღოთ ის შედეგები, რომელიც თქვენთვის საინტერესო და სასურველი იქნება. იმოქმედეთ არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი გზებით.

თხის რქა: კონფლიქტებსა და გარდაუვალი წყენის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ, მოძებნოთ საერთო ენა ოჯახის წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, ნუ შეეცდებით ყველას დაუმტკიცოთ სიმართლე.

მერწყული: იყავით უფრო მოქნილი და ნუ ჩაიციკლებით მოქმედების ერთ ვარიანტზე. ერთი და იგივე მიზნისკენ არსებობს უამრავი გზა, კომპრომისით და ირგვლივ მყოფებთან შეთანხმებით, უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე პრინციპულობითა და სიჯიუტით.

თევზები: მშვიდად მიჰყევით ცხოვრების დინებას, ყველაფერი, თქვენი ჩარევის გარეშე, სასიკეთოდ ვითარდება. დაისვენეთ, მოდუნდით, აღიდგინეთ ძალა და ენერგია შემდეგი აქტიური დღეებისთვის.