ვერძი

დღეს შესაძლოა მოვლენები თქვენს გეგმებზე სწრაფად განვითარდეს. სამსახურში ახალი დავალება ან მოულოდნელი ცვლილება გელოდებათ. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კურო

დღე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე შეიძლება დაგაყენოთ. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სხვების რჩევებს - საკუთარ გამოცდილებასაც ენდეთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია საუბარი, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

ტყუპები

აქტიური კომუნიკაციის დღე გელოდებათ. შესაძლოა მიიღოთ შეტყობინება ან შეთავაზება, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, თუმცა დაპირებების გაცემისას რეალისტები იყავით.

კირჩხიბი

დღეს ყურადღება ფინანსებსა და ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანეთ. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გაჩნდეს, ამიტომ ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმეთ. ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გულწრფელი საუბრით მარტივად მოგვარდება.

ლომი

თქვენი თავდაჯერებულობა და ქარიზმა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. კარგი დროა ინიციატივისთვის, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ახალი საქმის დასაწყებად. სიყვარულში კი სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

ქალწული

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ბევრ დროს დაგიზოგავთ. შესაძლებელია წარსულში დაწყებულ საქმეს დაუბრუნდეთ და საბოლოოდ წარმატებით დაასრულოთ.

სასწორი

სოციალურად აქტიური დღეა. ახალი ნაცნობობა მომავალში მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. მეგობრისგან საინტერესო წინადადებასაც მიიღებთ. პირად ცხოვრებაში კი ინიციატივის გამოჩენის დროა - ნუ დაელოდებით პირველ ნაბიჯს მხოლოდ მეორე ადამიანისგან.

მორიელი

პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. თქვენი სიტყვები და გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. მოერიდეთ ემოციურ რეაქციებს და ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ფინანსურად სასიამოვნო სიახლეც შესაძლებელია.

მშვილდოსანი

დღეს ახალი გამოცდილების სურვილი გაგიჩნდებათ. ხელსაყრელი დროა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისთვის ან ახალი პროექტის დასაწყებად. მოულოდნელმა ინფორმაციამ შესაძლოა სამომავლო გეგმებიც შეგაცვლევინოთ.

თხის რქა

დღის მთავარი თემა ფინანსური სტაბილურობა იქნება. შესაძლოა შემოსავალთან, ვალთან ან მნიშვნელოვან შენაძენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღოთ. სიყვარულში ეცადეთ ნაკლები აკონტროლოთ და პარტნიორს მეტი თავისუფლება მისცეთ.

მერწყული

ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, ძველი კავშირის აღდგენა ან გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან. სამსახურში თანამშრომლობა ინდივიდუალურ მოქმედებაზე უკეთეს შედეგს მოგიტანთ.

თევზები

დაგროვილი საქმეების დასრულებისთვის კარგი დღეა. შესაძლოა პასუხისმგებლობა მოგემატოთ, მაგრამ შედეგიც შესაბამისი იქნება. საღამოს საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით. ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანისგან სასიამოვნო სიტყვებს მოისმენთ.