ვერძი

დღეს, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე სფეროში გადაჭრათ სხვადასხვა სახის პრობლემები, მთავარია, ძალები სწორად გადაანაწილოთ. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. წინ საინტერესო, მაგრამ დამღლელი კვირაა.

კურო

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ნუ გამოიფიტებით, მეტად კონცენტრირდით დასვენებასა და საკუთარი თავის სიამოვნებაზე. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე.

ტყუპები

შესაძლოა, ახლობლებმა შეცდომებზე მიგითითოთ, ნუ მიაქცევთ ამას დიდ ყურადღებას, ნუ გაიფუჭებთ ხასიათს და ნურც ურთიერთობებს, რადგან მალე ყველაფერს სხვა თვალით დაინახავთ და დამშვიდდებით.

კირჩხიბი

თქვენ და გასაკვირად, ძალიან მარტივად გაართმევთ თავს მოულოდნელ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე ნუ მოადუნებთ ყურადღებას, იყავით ფხიზლად, ყოველთვის ასე არ გაგიმართლებთ.

ლომი

იყავით წინდახედული და ნუ დაუპირისპირდებით საზოგადოების აზრს, ნუ იქნებით ამპარტავანი და პატივმოყვარე. იყავით მეტად ზომიერი და გულისხმიერი მეგობრების და ოჯახის წევრების მიმართ.

ქალწული

რაც უნდა რთულად მოგეჩვენოთ, ეცადეთ თავად გაართვათ თავი საკუთარი პრობლემების გადაჭრას. იყავით მეტად დაკვირვებული და ენდეთ საკუთარ გამოცდილებას.

სასწორი

ეცადეთ, კორექტული იყოთ ოპონენტებთან და აუცილებლად საუკეთესო შედეგს მიიღებთ, ასევე მადლობასა და შექებასაც დაიმსახურებთ.

მორიელი

მეტად შეეცადეთ, ოჯახის წევრებს მოუსმინოთ. ახლა არ არის ზედმეტი რყევების დრო. შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ, რომ მერე სანანებელი არაფერი გაგიხდეთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს, მელანქოლიამ შეგიპყროთ, რადგან დამღლელი სიტუაციების გავლენის ქვეშ მოექცევით. შეეცადეთ, გაერთოთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ამგვარად, ხასიათიც გამოგიკეთდებათ და ახალი სამოქემედო იდეებიც გაგიჩნდებათ.

თხის რქა

ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ თავი შეიკავეთ ახალი ზედმეტი საყიდლებისგან და გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსებთან დაკავშირებით.

მერწყული

საინტერესო დღეა. ნუ ეცდებით, რაიმე ზებუნებრივი ხერხი მოიფიქროთ დამატებითი შემოსავლებისთვის, უფრო გონივრული იქნება, დაისვენოთ და მომავალი კვირისთვის ძალები მოიკრიბოთ.

თევზები

არ აჰყვეთ ნეგატიურ ფიქრებს, მიუდექით იუმორით ნებისმიერ საკითხს, მალე, ყველა უსიამოვნო ამბავი დასრულდება.