მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შეხვდეს.

"მასთან მოსკოვში შეხვედრის მზადყოფნა არსებობს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად იყო, მაიამიში G20-ის სამიტზე ჩასულიყო და პუტინს შეხვედროდა, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრებოდა.