ვერძი

გულმოდგინედ შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და გაითვალისწინეთ ყოველი დეტალი.

კურო

ნუ ენდობით ბრმად დაპირებებს, იყავით ფრთხილი და წინდახედული, რათა არ აღმოჩნდეთ მოულოდნელ გაუგებრობაში.

ტყუპები

მოსალოდნელია გარკვეული ტიპის სიძნელეები, მაგრამ თქვენ შეძლებთ წარმატებით მათ გადალახვას და სასურველს მიაღწევთ.

კირჩხიბი

დღეს ბევრ ისეთ საქმეში შეგიძლიათ ჩაერთოთ რომელიც მეცნიერულ და პროფესიულ საკითხებს უკავშირდება, თქვენი ოცნებები ფრთებს შეისხამს, თუ ენერგიას სწორად მიმართავთ და წვრილმანებზე არ გაფანტავთ.

ლომი

კარგად დაფიქრდით და ნუ ჩაერთვებით ყველა უსარგებლო საქმეში, ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიასა და უნარებს არაფრისმომცემი საკითხების ანალიზსა და გარჩევებში.

ქალწული

დიდი არჩევანის წინაშე დადგებით, მაგრამ სჯობს, სერიოზული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიიღოთ.

სასწორი

ნუ შეგაშინებთ გარშემო არსებული სიტუაცია და გაუგებრობა, თქვენ შეძლებთ ყველაფერს გაუმკლავდეთ და თქვენი თავით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

მორიელი

დადგა დრო, უკან მოიტოვოთ თქვენი მოძველებული შეხედულებები ცხოვრებაზე და შეიცვალოთ.

მშვილდოსანი

კოლეგებთან მოლაპარაკებებისა და გარჩევების ალბათობაა, შესაძლოა, მოგიწიოთ საქმიანი მგზავრობა.

თხის რქა

ცდუნებებისა და ილუზიების დიდი ალბათობაა, იყავით ყურადღებით რათა ხაფანგში არ აღმოჩნდეთ.

მერწყული

ბევრი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა შეასრულოთ თქვენთვის დაკისრებული სამუშაო, არ გამოიწვიოთ ხელმძღვანელთა უკმაყოფილება და ჩრდილი არ მიაყენოთ თქვენს ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს.

თევზები

დაგეგმეთ სამომავლო სტრატეგია, ცვლილებები შეიტანეთ თქვენს პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში.