ვერძი

შესაძლოა, შეხვედრა მოგიწიოთ ხელმძღვანელობასთან, ან იმ ადამიანებთან, ვისზეც ხართ დამოკიდებული, გახსოვდეთ, რომ დღევანდელ გეგმებს გრძელვადიანი და ეფექტური შედეგები მოჰყვება.

კურო

იმოქმედეთ გონივრულად და ნუ დახარჯავთ ენერგიას იმის გარდაქმნაზე, რასაც ვერ შეცვლით, რაც გარდაუვალია. დაკმაყოფილდით თქვენი გამოცდილების გაზიარებით და რჩევებით, ასე უფრო მეტად ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი.

ტყუპები

დადგა დრო, იბრძოლოთ ლიდერობისთვის, მოიკრიბეთ ძალები და დაიწყეთ გადამწყვეტი მოქმედება კონკურენტების წინააღმდეგ. შანსი გაქვთ, ახლა მოიპოვოთ უკეთესი ადგილი და წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ სფეროში.

კირჩხიბი

ყურაღება მიაქციეთ ყოველ დეტალს, რაც უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, შესაძლოა, სწორედ ეს წვრილმანები მნიშვნელოვნად აისახოს თქვენს პირად ცხოვრებაზე, საქმიან სფეროსა და, ზოგადად, ცხოვრებაზე.

ლომი

შეხედეთ თქვენს თავს სხვების თვალით და იყავით ობიექტური. კრიტიკის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება დაგეხმარებათ მდგომარეობის განმტკიცებაში და მიღებული კრიტიკული ინფორმაცია, სამომავლოდ, თქვენთვის კარგი იარაღი გახდება.

ქალწული

შეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან, თქვენი იდეები მიმართეთ მათკენ, ვინც დახმარებას საჭიროებს, რათა ორივე მხარისთვის სარგებლიანი იყოს, როგორც აზრების,ასევე, ენერგიის გაცვლა.

სასწორი

ახალი დავალების თავიდან ასაცილებლად, საჭირო იქნება, ითამაშოთ საქმეებით დახუნძლული ადამიანის როლი, თუმცა, ეს ისე გააკეთეთ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვენების საშუალება არ გექნებათ.

მორიელი

შემოვლითი და არაპირდაპირი გზებით, დღეს ყველაფერი გამოგივათ. ზოგ შემთხვევაში, წარმატებას თქვენი მომხიბვლელობით მიაღწევთ, ზოგჯერ დამაჯერებელი არგუმენტებით, ზოგჯერ კი გავლენიანი კავშირებით. შედეგები ყველასთვის სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი

კონფლიქტებისა და წყენის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ეძებოთ საერთო შეხების წერტილები ირგვლივ მყოფებთან, არ დაუპირისპირდეთ მათ, რადგან ამით კიდევ უფრო დაძაბავთ სიტუაციას. ახლა სწორი გადაწყვეტილებაა, მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

თხის რქა

ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, მოქნილობა და მოხერხებულობაა საჭირო, ნუ დაკმაყოფილდებით ერთი ვარიანტით, იმოქმედეთ განსხვავებული გზებით, შეცვალეთ მოქმედების ტაქტიკა სიტუაციურად. იმოქმედეთ გონივრულად და მოზომილად.

მერწყული

მშვიდად და უშფოთველად მიჰყევით დროის დინებას. ყველაფერი თავისი ჩვეული რიტმით მიედინება და თქვენი ჩარევის გარეშე იცვლება. დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები მომდევნო დღეებისათვის.

თევზები

გარშემომყოფებთან საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება დაგეხმარებათ პოზიციის მნიშვნელოვნად გამყარებაში, ახლა მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ.