გუმისთის ბრძოლიდან 32 წელი გავიდა.

ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. 

შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა.

შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს.

ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს  მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა.