ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზი დაიწვა, სადაც აფხაზეთის ეროვნული გალერეის ფონდი ინახებოდა.

განადგურებულია გალერეაში დაცული ყველა ნამუშევარი. საუბარია 4 000-მდე ეგზემპლარზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გამთენიისას გაჩნდა და მთელი შენობაზე გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.