ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია.

თამარ მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და თბილისში გადმოჰყავთ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 დეკემბერს დააკავეს, მას ჯაშუშობას ედავებოდნენ და 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პროტესტის ნიშნად მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.