სტურუას ვეფხისტყაოსანი არის სპექტაკლი, რომლის სანახავად დადის საზოგადოდ მაყურებელი თეატრში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე წერს.

"ახლა მოვედი რუსთაველის თეატრიდან.

სტურუას ვეფხისტყაოსანი არის სპექტაკლი, რომლის სანახავად დადის საზოგადოდ მაყურებელი თეატრში. თეატრი ცოცხლობს იმის გამო, რომ იდგმება ასეთი სპექტაკლები.

რატომაა ავთანდილი არა ისეთი გმირი, როგორსაც გვასწავლიდნენ, ან თინათინი რამდენად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს, ეს აქ არარელევანტურია. სპექტაკლი ხელოვანის ხედვაა.

რობერტ სტურუას, როგორც ხელოვანს სრული უფლება აქვს თავის ნაწარმოებში დასვას ისეთი აქცენტები, როგორიც მას უნდა.

ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი შემოქმედი გვყავს, რომლის ყველა სპექტაკლს არა მხოლოდ სულმოუთქმელად ვუყურებთ, არამედ ყოველთვის ჩაგვაფიქრებს თანამედროვე პრობლემაზე. ეს სპექტაკლი სწორედ რომ ჩვენ რეალობაზეა. ბრავო მაესტრო!

ასევე, მინდა მივულოცო ჩემს სკოლელ მეგობარს დავით უფლისაშვილს როსტევანის როლის არაჩვეულებრივად განსახიერებისთვის. წარმატებები, დავით!" - წერს მაღრაძე.