გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა. 

მან გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი დრონოვი შეცვალა, რომელიც საჰაერო ძალების მეთაური 2019 წლიდან 2024 წლამდე იყო.

კობილაში 2008 წელს, 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო და პირადად მართავდა მოიერიშე თვითმფრინავს. მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა თავად კატაპულტირება მოასწრო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა. რუსული წყაროების ცნობით, მისი პოვნა და ევაკუაცია ვერტმფრენით მოხდა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მაშინ ის ტყვედ აიყვანეს და შემდეგ გაცვალეს. კობილაშის ვერსიით კი, რომ ის ადგილობრივმა მოხუცმა ქალმა გადაარჩინა.

2008 წელს პუტინმა მას "რუსეთის გმირის" წოდება მიანიჭა.

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ კობილაში პასუხისმგებელი იყო მარიუპოლის დაბომბვაზე. 5 მარტს მისი დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ის პასუხისმგებელია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე, რომლებიც განხორციელდა 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე.