პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩეხეთთან გამარჯვებას ეხმაურება.

"არ მჭირდება კითხვები, გეტყვით ერთ რამეს. დასაწყისში რომ გითხარით - გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე. ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები", - განაცხადა ზურაბიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ის მოსახლეობასთან ერთად ნაკრების მატჩს უყურებდა.

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.