ერთობლივი  ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურატურის ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

"ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების  ფარგლებში დღეს, დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ადგილზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი  ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები.

ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და სამძებრო ღონისძიებები. შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მოგახსენებთ", - განაცხადეს პროკურატურაში.