ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პენსილვანიაში გავლენიანი თურქი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი გარდაიცვალა.

თურქული მედიის ცნობით, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.

რელიგიური ლიდერი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგე იყო. თურქეთის ხელისუფლება მას 2016 წლის 15 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მოიაზრებდა, რასაც მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი დაშავდა.

თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა.

გიულენი მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერი იყო. მას მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს. მოძრაობის ცნობით, მათი მთავარი დანიშნულება ახალი თაობის მუსლიმებისთვის განათლების მიწოდებაა.

ფეთჰულაჰ გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში დევნილობაში ცხოვრობდა.