აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ტორნადოს, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის შედეგად მსხვერპლი მისურის, არკანზასის, ტეხასის და ოკლაჰომას შტატებში დაფიქსირდა. ამ შტატებში კიდევ უფრო მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებს პროგნოზირებენ.

ცენტრალურ მისისიპიში, აღმოსავლეთ ლუიზიანას და დასავლეთ ტენესიში საფრთხის შესახებ გამოცხადდა.

პარალელურად, ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან მოსალოდნელია, რომ სახიფათო მეტეოროლოგიური პირობები ამ შტატამდეც მიაღწევს.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი და წყალდიდობა.