კაია კალასი კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას იწვევს. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება.

“მე ვეკონტაქტე ჩვენს პარტნიორებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ირანის რეჟიმის განურჩეველი თავდასხმები მის მეზობლებზე შეიცავს საფრთხეს რეგიონი უფრო ფართომასშტაბიან ომში ჩაითრიოს.  და ჩვენ ამას ვგმობთ.

აუცილებელია, რომ ომი აღარ გავრცელდეს, ირანის რეჟიმს აქვს არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს”, - წერს კალასი.