დამასკოს აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს 7 იანვრიდან განაახლებს.
უკვე განახლებულია შიდა რეისები, აეროპორტი უკვე იღებს ჰუმანიტარულ რეისებსაც.
კომერციული ფრენები დეკემბერში ამბოხებულების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შეჩერდა.
დამასკოს აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს 7 იანვრიდან განაახლებს.
უკვე განახლებულია შიდა რეისები, აეროპორტი უკვე იღებს ჰუმანიტარულ რეისებსაც.
კომერციული ფრენები დეკემბერში ამბოხებულების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შეჩერდა.
1736193450
ელჩმა გააზიარა ემანუელ მაკრონის განცხადება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოზეც ისაუბრა.„მაშინ როცა, ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“, – წერს ელჩი შერაზ გასრი.საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა: „ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციით და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.
1736193282
"ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმის, რომ ეს საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არ არის და 80 დღეც არაფერი არ არის, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება. მგონი, აქ ვინც არის შეკრებილი ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა. დღეს არის რწმენის დღე. რწმენა, რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, არ შეიძლება არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებით ვარ.პარტნიორები მხარს გვიჭერენ და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის ის, რაც აქ ხდება, რუსთაველის გამზირზე. ეს არის მთავარი გამარჯვება. რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1736191229
მადლი და წყალობა ბეთლემს შობილი ყრმისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ღვთივკურთხეულო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ!ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, დადგა ნანატრი დღე და მოიწია ჟამი სიხარულისა, რამეთუ ბეთლემში იშვა ყრმა, რომელიც ნათლის სხივებს ჰფენს სამყაროს და სულიერი გამყინვარებისგან იცავს ადამის მოდგმას. განუზომელია ზეგარდამო მადლი და წყალობა, რომელიც ნუგეშად და იმედად ეფინება ჩვენს გულებს და საღმრთო განგებულების საიდუმლოს მონაწილედ გვხდის ადამიანებს.ქრისტეს შობის დიადი მოვლენის მთავარი გზავნილია: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ (ლკ. 2,14).ეს მოწოდება იქცა ახალი აღთქმის ეპოქის ჰიმნად, რომელიც ჩვენს მარადცვალებად სამყაროში წარმოადგენს უცვალებელ ღირებულებით ორიენტირს მათთვის, ვინც სრულყოფისა და განღმრთობისაკენ ისწრაფვის. ამ მოწოდებით ფაქტობრივად იწყება კაცობრიობის ისტორიაში ახალი ათვლის წერტილი, რაც შემდგომში, უკვე საქადაგებლად გამოსულმა იესო ქრისტემ ამგვარად გამოთქვა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).მათ, ვისაც სურს გახდეს უფლის ახალი აღთქმის მემკვიდრე, ის უნდა დაიბადოს ახალი აღთქმის ემბაზში. ახალი აღთქმის შვილებს კი ასე გვმოძღვრავს წმიდა მოციქული პავლე:"ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა, სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (კოლ. 3,8-14).ახალი აღთქმის რწმენის საფუძვლებს პირველივე საუკუნიდან ეზიარა ჩვენი წინაპარი და მას ერთგულებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდრა ღვთის სიტყვა ქართველი კაცის გულსა და გონებაში და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა.დღეს, თანამედროვე საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს, ზეციურ წმიდა მოდასეთა შორის სამაგალითოდ და ნუგეშად გვყვანან ურიცხვნი წმიდა მოწამენი, აღმსარებელნი, სამშობლოსათვის თავდადებულნი, მლოცველნი, მმარხველნი, ღირსნი და ღმერთშემოსილნი მამანი და დედანი, მღვდელმთავარნი და კათოლიკოს-პატრიარქნი, ის ადამიანები, რომლებმაც სძლიეს წუთისოფელს! მათი მოწამეობრივი და აღმსარებლობითი ღვაწლი ჩვენ დღესაც გვაძლიერებს, გვამხნევებს და გვაიმედებს; თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ეს არის ერის მიერ განვლილი გზის წმიდა ისტორია, რაც სულიერ, მორალურ და იდეურ საყრდენს წარმოადგენს თანამედროვე ქართველისთვის.აქვე, მოდით, ისიც ვიკითხოთ, დიდი ქრისტიანული ისტორიის მემკვიდრენი, რით ვპასუხობთ, რით ვეხმიანებით ძველსა თუ ახალ დროში გაბრწყინვებულ წმიდანთა დასს?მთავარი კითხვა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის ის, თუ რანი ვართ დღეს, რა ღირებულებები გვაერთიანებს ზემოთ ციტირებულ წმიდა სახარებისეულ დებულებებთან, ან კიდევ რომელია ის ფსევდო-ღირებულებები, რომლებიც გვაუცხოვებს მათთან?!ჩვენში გაბატონებული წარმოდგენები და აღქმები რაოდენ თანხმობაშია ან სხვაობს წმიდა სახარებისეულ სწავლებასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან?...და, ბოლოს, რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველოს ეკლესია და თვით ქართული სახელმწიფო(ებრიობა) გუშინ და როგორია ამ მხრივ ჩვენი დღევანდელობა?ცხადია, ეს ვრცელი და საგანგებო განსჯა-განხილვის თემაა, ჩვენ აქ მხოლოდ მცირე შედარებითი ანალიზით შემოვიფარგლებით!(1). სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ორსაუკუნენახევრიანი მძიმე და ტრაგიკული გამოცდილების შესახებ, რადგან ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ამის პირისპირ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მიმართებით საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანების გარეშე, არ გვექნებოდა არც ერთი და არც მეორე! მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ყალბად გაგებული ერთმორწმუნეობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, სულმნათნი მოძღვარნი ივერიის საკათალიკოსო ტახტისა, ასევე, ქართველი მღვდელმთავარნი, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის (შემდგომ კი, საბჭოთა) იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იყვნენ დევნილნი, გვემულნი და წამებულნი (მათ შორის არიან აწ უკვე წმიდანად აღიარებულნი კათოლიკოს-პატრიარქნი კირიონი (საძაგლიშვილი) და ამბროსი (ხელაია), ყოვლადსამღვდელო ნაზარი (ლეჟავა) და მრავალი სხვ.).აღსანიშნავია ასევე, რომ ეს მოღვაწენი კარგად ერკვეოდნენ რუსეთის ისტორიასა და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში (სამეცნიერო შრომებიც კი აქვთ ამის შესახებ) და მათი მოსაზრებები ამ კუთხით დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გარუსების წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მათი საეკლესიო, მოქალაქეობრივი და ცხოვრებისეული მრწამსის გათვალისწინება მით უფრო ყურადსაღებია!(2). მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აქვე მოკლედ შევეხოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხს. 2002 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველოში ეს ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია ჯერ კიდევ ერთგვარ გარდამავალ ეტაპს გადის, და თუ როგორ გავივლით ამ ეტაპს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფოსა და ეკლესიის (და, შესაბამისად, მათი ურთიერთობის) ბედიც უახლოეს მომავალში.თუმცა, ნამდვილად გვმართებს იმის ცოდნა, რომ არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ე.წ. "რუსული მოდელი“, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოშია დამკვიდრებული. ეს მოდელი (რაოდენ მომხიბლველიც არ უნდა იყოს ის ვინმესთვის!), გვაჩვენებს, თუ როგორი მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს, როცა ეკლესია სახელმწიფოს ხელში ერთგვარ „ინსტრუმენტად“ იქცევა, და უწევს სახელმწიფოს მიერ წამოწყებული დამპყრობლური ომების ფსევდო-მორალური „გამართლება“, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია სამოციქულო ტრადიციასთან და, თავისი არსით, მისი საპირისპიროა. ეს, ამავდროულად, ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ეკლესიის თავისუფლების სახარებისეულ პრინციპს.მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისა (სახელმწიფოს) და რელიგიის (ეკლესიის) მთავარი ზრუნვის ობიექტი არის ადამიანი, ფუნქციურად ისინი იმდენად სხვაობენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სამომავლო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას აუცილებელია, რომ შესაბამისობაში დავრჩეთ წმიდა სამოციქულო ტრადიციასთან, და ვითარცა მართლმკვეთელნი, მართებულად აღვასრულებდეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ სახარებისეულ პრინციპს: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ (მთ. 22,21). აქედან გამომდინარე, ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს; ეს არის მოკეთის კეთილისმყოფელი ხმა, „მოყვარეს პირში უძრახეს“ წმ. ილია მართლის მრწამსის მიხედვით, და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჯანსაღი ურთიერთობა მკვიდრობდეს.(3). დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ და შესაძლოა, ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა, ამასთანავე, ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება-შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვის, სწორედ იქ ამოხეთქავს!ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები!დაე, ბეთლემის ვარსკვლავმა გვიწინამძღვროს მადლის სამყაროსკენ!ჩვენთან არს ღმერთი!გრიგოლიფოთისა და ხობის მიტროპოლიტი25 დეკემბერი, 2024 წელი.
1736188661
“ამ განსაკუთრებით ტრაგიკულ და მტკივნეულ წუთებში, საფრანგეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სოფელ საბერიოში ტრაგიკული ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს”, - აღნიშნულია განცხადებაში.ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
1736181004
დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში
1736179693
მაკრონის თქმით, რუსეთმა გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება დაიწყო მეზობელი ქვეყნების მიმართ."ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე, მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციით და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა, პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე, შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა“, – განაცხადა მაკრონმა.
1736177679
"მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას გადაწყვეტილების გამო.ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" - წერს უილსონი.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 8-10 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა მან დღეს განაცხადა, რომ ვიზიტი გადადო.
1736175814
მისივე თქმით, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი გააუქმა და არა გადადო."მინდა, კორექტივები შევიტანო იმაში, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა მედიით - ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის გაუქმება. დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს უკავშირდება საქართველოში ვითარების ძირფესვიან შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება. გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისთვის.ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ - ნომერი 4 - "კოალიცია ცვლილებისთვის", ნომერი 5 - "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კოალიციური პარტნიორები, ნომერი 9 - "ლელო" და მისი კოალიციური პარტნიორები, ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით,რომ ჩვენ უბრალოდ არ დავესწრებოდით შეხვედრებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შალვა ნათელაშვილი - ხალხურად და ზნეობრივად ამას ჰქვია ხალხისთვის ზურგში დაშნის ჩაცემა
1735301773
ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
1735631633
ეკა ბესელია - ქვეყნის შიგნით ყველა ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ნდობა ხალხის მხრიდან
1735553783
"ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში, ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია"
1735207576
გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და კრიზისის ფონზე ლეგიტიმურობა და ყველასთვის მისაღები პოზიცია მიიღო
1735462012