საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა.

საფრანგეთს პრემიერ-მინისტრი ელისეს სასახლეში იმყოფება, სადაც პრეზიდენტს სთხოვა, დაეკმაყოფილებინა გადადგომა არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

მაკრონმა მადლობა გადაუხადა ატალს ევროპული და ეროვნული საკანონმდებლო საარჩევნო კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.