ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ხარაბაძემ, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობები დატოვეს. 

ინფორმაციას ორივე უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელების წარდგენა ორშაბათს გაიმართება.

ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას მიმდინარე წლის პირველი მაისიდან იკავებდა, მიხეილ მაღლაკელიძე კი შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს დაინიშნა.