"ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდ მძევალს შორის არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.

გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამის შემდეგ მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და ყოვლისმომცველი შემოწმება ჩაუტარდებათ.

"ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლები ღაზაში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცეს, რომელმაც ისინი ისრაელის სამხედროებს გადასცა.

"ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 ცოცხალი მძევალი რჩებოდა. 13 მათგანი უახლოეს საათებში უნდა გაათავისუფლეს.