ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანზე მიტანილი მორიგი იერიშის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უპილოტო საფრენი აპარატების სარდლობის დროს მეორე ბრიგადის მეთაური ამინპურ ჯუდაკი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯუდაკი ორგანიზებას უწევდა დრონების გაშვებას ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით ირანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონიდან.

ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 13 ივნისის ღამეს დაიწყო. ქვეყნის საჰაერო ძალებმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველივე დღეებში ირანელი მეთაურების და სულ მცირე 14 ირანელი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია მოახერხეს.

20 ივნისს ისრაელმა გაანადგურა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და კიდევ ერთი მეთაური, რომელიც ირანში რაკეტების გაშვების ადგილზე მოქმედებდა.