აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიაში 18 ოქტომბერს ჩავა. 

აშშ-ის პრეზიდენტს ექნება ოფიციალური შეხვედრები კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს შეეხება.

მანამდე ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო. გერმანიაში ბაიდენის თავდაპირველად დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის დახმარების ჯგუფის შეხვედრის გამართვა.